BTL Georgia - საქმიანი ტურიზმის მომსახურების პროვაიდერი
ჩვენ შესახებBTL Georgia ქართულ B2B ბაზარზე ფუნქციონირებს 2011 წლიდან, როგორც საქმიანი ტურიზმის/ MICE (Meetings, Incentives, Conferences, Events), DMC (Domestic Management company) and PCO Professional Conference Orginizer მომსახურების პროვაიდერი. BTL Georgia არის IATA-ს წევრი ტურისტული სააგენტო.
01. მიზანი
ჩვენი მიზანია ვიყოთ უნიკალურები, დავამყაროთ საქმიანი ურთიერთობები კორპორატიულ სეგმენტთან, დავეხმაროთ დროის დაზოგვაში და ჩვენი გუნდის ინდივიდუალური მიდგომებით მივაწოდოთ ხარისხიანი, მაღალი სტანდარტის მომსახურება.
02.მისია
ჩვენი მისიაა ბიზნესის განვითარება და მხარდაჭერა. ჩვენი პრიორიტეტია ვიყოთ სანდო სერვისის მიმწოდებლები და შევთავაზოთ მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება, რომელიც ქმნის ღირებულებას.
03.ღირებულება
ჩვენი კომპანიის მთავარი ფასეულობაა მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვა, ჩვენს პარტნიორებთან გრძელვადიანი და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბება, გუნდური მუშაობა.
ჩვენი გუნდი
ჩვენი კომპანიის უპირატესობა გამოცდილი, პასუხისმგებლიანი, პროფესიონალი გუნდია. მიგვაჩნია, რომ კორპორატიული კულტურა, გუნდური მუშაობა, მეგობრულობა, მაღალი სტანდარტის მომსახურება, სისწრაფე, ხარისხსი, ხარვეზების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უსწრაფესად აღმოფხვრა, კლიენტთა სურვილების მაქსიმალურად გათვალისწინება მოთხოვნების დროს, სანდოობა არის მთავარი და მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომლისგანაც ყალიბდება წარმატებული ორგანიზაცია.
კომპანია მუდმივად ზრუნავს თავისი თანამშრომლების გადამზადებაზე/ გუნდურობაზე/თანამშრომლების წახალისებაზე და პერიოდულად მთელი გუნდი მონაწილეობას ღებულობს სხვადასხვა აქტივობაში, ტრეინინგებში, შეხვედრებში, გასვლით ტურებში. კომპანიაში ფუნქციონირებს შემდეგი დეპარტამენტები:
MICE/PCO დეპარტამენტი
Email: pco@btl-company.ge
რეზერვაციების დეპარტამენტი
მარკეტინგის დეპარტამენტი
გაყიდვების დეპარტამენტი
ფინანსური დეპარტამენტი
იურიდიული დეპარტამენტი
გაიგე მეტი
რას გთავაზობთ
MICE ტურიზმი
მოიცავს ნებისმიერი სახის მოგზაურობას შეხვედრების მიზნით. ეს შეიძლება იყოს მცირე და დიდი ზომის შეხვედრები.
დანიშნულების მართვის კომპანია
PCO – ღონისძიების ორგანიზება
კონგრესების, კონფერენციების, სემინარების და მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებასა და მართვაში დახმარება.
ბიზნეს ტურიზმი
ბილეთების დაჯავშნა და შესყიდვა;
სასტუმროების დაჯავშნა;
ტრანსფერების დაჯავშნა;
24/7 მხარდაჭერა